საზოგადოება
17 ვეტერანს სამედიცინო ცენტრ „მზერაში“ თვალის ოპერაციები ჩაუტარდა

       საქართველო, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. ჩიჩუების სამედიცინო ცენტრ მზერაში,  ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ზუგდიდში მცხოვრებ 17 ვეტერანს თვალის ლაზერული, ქირურგიული და ამბულატორიული ოპერაციები ჩაუტარდათ.
სამედიცინო ცენტრმზერისმაღალკვალიფიციურმა მედიკოსებმა გამოკვლევები ზუგდიდში მცხოვრებ 150-მდე ვეტერანს და მათი ოჯახის წევრებს ჯერ კიდევ ზაფხულში ჩაუტარეს.
მსგავსი უფასო სამედიცინო აქციები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მომავალშიც განხორციელდება.

             

საქინფორმი