პოლიტიკა
იმედგაცრუებული ვართ, რომ მხარეებმა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს - აშშ-ის საელჩო

      საქართველო, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. აშშ-ის საელჩო საქართველოში პარლამენტის მიერ ვეტოს დაძლევას და ახალი კონსტიტუციის დამტკიცებას საგანგებო განცხადებით ეხმაურება, რომელშიც იმედგაცრუებას გამოხატავს იმის გამო, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მხარეებმა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს.
საელჩო მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ქმნის ძლიერ საფუძველს ხანგრძლივი და მტკიცე რეფორმებისთვის, როდესაც ამ ცვლილებებზე საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების ფართო კონსენსუსი არსებობს. საელჩო იზიარებს ვენეციის კომისიის შეფასებას და მტკიცედ უჭერს მხარს კომისიის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციებს. ჩვენ იმედგაცრუებული ვართ, რომ მხარეებმა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს”, - ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.