აქტუალური
პარლამენტთაშორისი კავშირი, შესაძლოა, გაეროს საპარლამენტო განზომილებად გადაიქცეს, მიაჩნია ვალენტინა მატვიენკოს

       საქართველო, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. 14-დან 18 ოქტომბრის ჩათვლით სანკტ-პეტერბურგში პარლამენტთაშორისი კავშირის 137-ე ასამბლეა ტარდება - ეს არის 128-წლიანი ისტორიის მქონე საერთაშორისო საპარლამენტო ორგანიზაცია, რომელიც 173 წევრ სახელმწიფოს ითვლის. სანკტ-პეტერბურგში ჩავიდა 160-ზე მეტი ქვეყნის დელეგაცია, საზღვარგარეთის პარლამენტების 96 სპიკერი და 70 ვიცე სპიკერი.
რუსეთის პარლამენტის სენატის სპიკერმა ვალენტინა მატვიენკომ ასამბლეის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე გამოსვლისას საკუთარი აზრი გამოთქვა. ფედერაციის საბჭოს ხელმძღვანელმა დამსწრეთ შეახსენა, რომ ორგანიზაციის 128-წლიანი ისტორიის მანძილზე ის გამუდმებით ფართოვდება და ამ ასამბლეის დროსაც კი პარლამენტთაშორისი კავშირის წევრი კიდევ 3 ქვეყანა გახდება - უზბეკეთი, თურქმენეთი და ვანუატუ. მატვიენკომ იმედი გამოთქვა, რომ შემდგომში გაეროს ყველა სახელმწიფო პშკ-ს წევრი იქნება, სადაც ახლა 173 ქვეყანა შედის.
„პარლამენტართა მისიაა, მოილაპარაკონ ყოველთვის და ყველგან, იქაც კი, სადაც ქვემეხები გრიალებენ. ადამიანები ერთმანეთს ფრთოსან სიტყვებს უნდა უგზავნიდნენ და არა ფრთოსან რაკეტებს!“,
- განაცხადა ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ და აღიარა, რომ „გულწრფელად სჯერა საერთაშორისო პარლამენტარიზმის კოლექტიური სიბრძნისა და მისი დანიშნულების - იყოს მსოფლიო დემოკრატიის მტკიცე საძირკველი“:
„ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც საერთაშორისო ურთიერთობათა სფეროში კონფრონტაციულ გადახრას ვხედავთ“,
- დასძინა მატვიენკომ და სანქციების ენას არა დემოკრატიის, არამედ ავტორიტარიზმის ენა უწოდა.