საზოგადოება
ტერორიზმთან ბრძოლა საჭიროა ორმაგი სტანდარტების გარეშე და მხოლოდ ერთად! - განაცხადა პუტინმა პარლამენტთაშორისი კავშირის ასამბლეის გახსნაზე

      საქართველო, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. 14-დან 18 ოქტომბრის ჩათვლით სანკტ-პეტერბურგში პარლამენტთაშორისი კავშირის 137-ე ასამბლეა ტარდება - ეს არის 128-წლიანი ისტორიის მქონე საერთაშორისო საპარლამენტო ორგანიზაცია, რომელიც 173 წევრ სახელმწიფოს ითვლის. სანკტ-პეტერბურგში ჩავიდა 160-ზე მეტი ქვეყნის დელეგაცია, საზღვარგარეთის პარლამენტების 96 სპიკერი და 70 ვიცე სპიკერი.
ასამბლეა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გახსნა, რომელმაც თავის გამოსვლაში, კერძოდ, აღნიშნა: „თანამედროვე სამყაროში არ არსებობს და არც შეიძლება იყოს განვითარების უნიფიცირებული შაბლონური მოდელები. ყოველ სახელმწიფოს აქვს ბუნებრივი და უდავო უფლება, თვითონ განსაზღვროს საკუთარი ბედი, როგორც ეს გაეროს წესდებაშია ჩადებული. ნაციონალური სპეციფიკის ცოდნისა და გათვალისწინების გარეშე სუვერენული ქვეყნების ცხოვრებაში ჩარევის მცდელობებს მხოლოდ ქაოსი მოაქვს: გარედან ამგვარმა დაუფიქრებელმა ჩარევამ გამოიწვია სიტუაციის დესტაბილიზაცია ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში, ამ რეგიონში დაძაბულობის ესკალაცია, ტერორისტული საფრთხის ზრდა.
ჩვენ გვჯერა, რომ ტერორიზმთან ბრძოლა საჭიროა ორმაგი სტანდარტების, ფარული დღის წესრიგების, ვისიმე პოლიტიკური ინტერესებისთვის რადიკალთა გამოყენების გარეშე და, რა თქმა უნდა, მხოლოდ საერთო ძალებით, მხოლოდ ერთად! რუსეთმა არაერთხელ მოუწოდა ფართო საერთაშორისო კოალიციის შექმნისკენ და უწინდებურად კრიტიკულად მნიშვნელოვნად მიაჩნია ტერორთან ბრძოლაში რეალური პარტნიორობის აწყობა“,
- ხაზი გაუსვა პუტინმა.
„ჩვენს საერთო ინტერესებშია მშვიდობიანი, შექმნაზე მიმართული, აწონილ-დაწონილი დღის წესრიგის წამოწევა, კონფლიქტურობის შემცირებისკენ სწრაფვა, ახალი გამყოფი ხაზების გაჩენის არ დაშვება, მათ შორის, ეთნიკური და რელიგიური ნიშნით; ერთად სვლა საერთაშორისო ურთიერთობის უფრო სამართლიანი და მყარი არქიტექტურის ჩამოყალიბებისკენ“, - დაასკვნა სახელმწიფოს მეთაურმა.