უცხოეთი
აშშ UNESCO-დან გადის

       საქართველო, 13 ოქტომბერი. საქინფორმი. აშშ-მა UNESCO-ს ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ აცნობა. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომლის წარმომადგენელი, ჰიზერ ნოიერტი განმარტავს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ იყო. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.
“ეს გადაწყვეტილება ადვილი არ იყო. იგი ასახავს აშშ-ის შეშფოთებას იუნესკოს საწევრო შენატანების ზრდასთან დაკავშირებითთან, ორგანიზაციის ფუნდამენტური რეფორმის აუცილებლობას და (სარეგისტრაციო შენიშვნაზე - სარედაქციო შენიშვნაზე), ორგანიზაციაში ფუნდამენტური რეფორმის აუცილებლობას“, - აცხადებს ნოიერტი და იქვე დასძენს, რომ ორგანიზაცია ისრაელის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს იღებდა.
აშშ-ი ორგანიზაციიდან 31 დეკემბერს გავა, თუმცა ოფიციალური ვაშინგტონი დამკვირვებლის სტატუსს შეინარჩუნებს.
აშშ-ის ამ პოზიციას ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ირინა ბოკოვაც გამოეხმაურა და გაიხსენა, როცა 2011 წელს ვაშინგტონმა ორგანიზაციასთან ფინანსური თანამონაწილეობა შეწყვიტა, მან თქვა, რომ UNESCO არასდროს ყოფილა ასეთი მნიშვნელოვანი აშშ-ისთვის და - პირიქით.
“ეს ჭეშმარიტება დღეს განსაკუთრებულად ცხადი გახდა, როდესაც ექსტრემიზმისა და ტერორიზმის ზრდა, მშვიდობისა და თავისუფლებისთვის, ახალ გრძელვადიან გადაწყვეტილებებს მოითხოვს“, - განაცხადა ბოკოვამ.
8 ივლისს მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ჰებრონის ძველი ქალაქი და პატრიარქთა სამარხები UNESCO-მ კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში პალესტინური ძეგლის სტატუსით შეიყვანა, რასაც ისრაელის მთავრობის მხრიდან მწვავე შეფასება მოჰყვა.
ამის მიუხედავად, გადაწყვეტილება კრაკოვში გაერო-ს კულტურული კომიტეტის სხდომაზე დამტკიცებული რეზოლუციით მიიღეს.

imedinews.ge