უცხოეთი
საქართველო, 13 ოქტომბერი. საქინფორმი. რუსეთში ჩრდილოეთ კორეის საელჩომ განაცხადა, რომ ფხენიანი ყირიმს რუსეთის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს.
"ჩრდილოეთ კორეა პატივს სცემს ყირიმში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს და მიიჩნევს, რომ ის ლეგიტიმურია და სრულად შეესაბამება საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს"- ნათქვამია საელჩოს Facebook-ის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
რუსეთმა ყირიმი 2014 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ მიიერთა. უკრაინა, ევროკავშირი და აშშ პლებისციტის შედეგებს არ აღიარებენ.
imedinews.ge