საქართველო, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. რუსეთის პარლამენტის ფედერაციის საბჭოს სპიკერმა ვალენტინა მატვიენკომ გაზეთ „იზვესტიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში, რომელიც გამოქვეყნდა სანკტ-პეტერბურგში პარლამენტთაშორისი კავშირის (МПС) 137-ე ასამბლეის გახსნის წინ, რუსეთის საგარეო პოლიტიკური კურსის გაგებისათვის საკვანძო ფრაზა დაასახელა.
სპიკერმა შეახსენა, რომ საერთაშორისო ფორუმზე „რუსეთის ენერგეტიკული კვირა“ გამოსვლისას რფ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი პატიოსანია ყველა ქვეყანასთან ურთიერთობაში. „ჩვენ არასდროს ვატყუებთ პარტნიორებს“, - თქვა მაშინ ვლადიმერ პუტინმა. „და ეს საკვანძო ფრაზაა ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის გაგებისთვის. ზოგიერთი ჩვენი პარტნიორისაგან განსხვავებით, ჩვენ ყოველთვის ვასრულებთ აღებულ ვალდებულებებს და იმას ვაკეთებთ, რასაც ვამბობთ“, - განაცხადა მატვიენკომ.
პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარემ, ასევე, გულწრფელი და უტყუარი უწოდა ბევრი ქვეყნის ინტერესს პარლამენტთაშორისი კავშირის ასამბლეის მიმართ. „მას საფუძვლად უდევს რუსეთთან, მის დამოუკიდებელ, ორმაგი სტანდარტებისაგან თავისუფალ საგარეო პოლიტიკასთან სოლიდარობა“, - განაცხადა მატვიენკომ.