პუბლიკაციები
საქინფორმი: კარგია, რომ საქართველოში უფრო მეტი უვიცია, ვიდრე მოღალატე! EDISON RESEARCH-ის მიერ გამოკითხულთა 16%-ს საქართველო ევროკავშირის წევრი ჰგონია

      საქართველო, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. გუშინ, გავლენიანი ამერიკული კომპანია EDISON RESEARCH-ის მიერ სააკაშვილის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით თბილისში 2017 წლის 22 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე ჩატარებული გამოკითხვის შედეგების გაანალიზების შემდეგ, საქინფორმი მივიდა დასკვნამდე, რომ გამოკითხულ საქართველოს მოქალაქეთა 78% მხარს უჭერს საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლას ევროატლანტიკურიდან ევრაზიულზე, რაც ნიშნავს ნატოსკენ სწრაფვაზე უარის თქმას და რუსეთის ფედერაციასთან სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობის დამყარებას, ეს კი გულისხმობს დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას, უვიზო რეჟიმს და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში და კოლექტიური უსაფრთხოების დოკუმენტის ორგანიზაციაში შესვლის პერსპექტივას.
საქინფორმის
მკითხველებს შევახსენებთ, რომ EDISON RESEARCH-ის გამოკვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 63% მიიჩნევს, რომ „მთლიანობაში ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის“. თუ გავითვალისწინებთ, რომ დღეს ქვეყანა „უალტერნატივო ევროატლანტიკურ კურსს“ მისდევს, რადგან დღევანდელი ხელისუფლება წარმატებით აგრძელებს წინა - სააკაშვილის ხელისუფლების მიერ აღებული მიმართულებით მოძრაობას, და, აგრეთვე, იმ 15%-ს, ვინც სიფრთხილე გამოიჩინა და პასუხზე უარი თქვა, სწორედ 78% „ოკუპანტი რუსეთის მეგობრებს“ მივიღებთ.
მაგრამ საქინფორმის ანალიტიკოსებს სხვა რამ აწუხებდა - რატომ არიან EDISON RESEARCH-ის მიერ გამოკითხულები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის, მართალია, უმცირესობაში, მაგრამ მაინც 22%? ნუთუ საქართველოში ამდენი ბრმა ან მოღალატეა?!
საბედნიეროდ, აღმოჩნდა, რომ საქმე არც ისე ცუდადაა: ასევე არა კრემლის ორგანიზაციის - არასამთავრობო ორგანიზაცია CRRC-ის (რომელიც გამოკითხვებს აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის - NDI-ს დაკვეთით აწარმოებს) მიერ საქართველოში ჩატარებული მეორე გამოკვლევის გუშინ გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, გამოკითხულ საქართველოს მოქალაქეთა 16% სავსებით სერიოზულად დარწმუნებულია, რომ საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრია!
ესე იგი, იმ 22%-ს შორის, ვისაც
EDISON RESEARCH-ის გამოკითხვის მიხედვით მიაჩნია, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება - ანუ დასავლეთისკენ ისწრაფვის, ნატოში შესვლა და ქართული ფასეულობების ევროპულით შეცვლა სურს - ყველა მოღალატე არ არის! იქ არის „16%“ უვიცებისა, რომლებსაც წარმოდგენაც არა აქვთ ნატოზე და ევროკავშირზე, ხოლო დარჩენილი 6% კი - დიახ, ისინი შეგნებული მოღალატეები არიან, რომლებიც საქართველოში გამოზარდეს აშშ-მა, სოროსმა და სააკაშვილმა - მილიარდობით დოლარიან გრანტებზე!