აქტუალური
სააკაშვილი ობამას კეთილგანწყობას ყიდულობს

misha_and_obamaბარაკ ობამას კეთილგანწყობის მოსაპოვებლად სააკაშვილმა ერთ წელიწადში მილიონ სამას ექვსი ათას რვაასი დოლარი დახარჯა. ეს თანხა საქართველოს მთავრობამ აშშ-ში რეგისტრირებულ ლობისტურ კომპანიებს 2010 წლის განმავლობაში გადაურიცხა. ეს კომპანიებია: The Podesta Group - რომლის ანგარიშზეც აღნიშნული თანხიდან 600.000 აშშ დოლარი ჩაირიცხა, The Iftaca Group - მისი მომსახურება 270 ათასი დოლარი დაჯდა, Gephardt Group - რომელმაც 436.800 დოლარი მიიღო.

გარდა ამის, საქართველოს ხელისუფლება ფულს უხდის ევროპაში რეგისტრირებულ კომპანიებსაც, თუმცა იქ გაფორმებულ ხელშეკრულებებსა და თანხებზე  ინფორმაცია რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურის საიტზე არ ქვეყნდება, როგორც აშშ-შია მიღებული, ამიტომაც უცნობია, დამატებით რა ოდენობის თანხა გადაურიცხეს ევროპულ კომპანიებს.