საზოგადოება
ჩატარებული წმინდა სინოდის სხდომა არის წინ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯი! - მეუფე პეტრე

      საქართველო, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. მეუფე პეტრე ცაავამ გუშინდელი წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ საპატრიარქო დატოვა და მოკლე კომენტარი გააკეთა. "ჩატარებული წმინდა სინოდის სხდომა არის წინ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯი", - აღნიშნა მეუფემ და განმარტა, რომ სხდომაზე მის შესახებაც იყო საუბარი.
შეგახსენებთ, რომ მოულოდნელად დანიშნული სხდომის განსახილველი საკითხები გასაიდუმლოებული იყო. ე.წ. ციანიდის საქმის დასრულების შემდეგ ეს სინოდის პირველი სხდომა იყო, რომელზეც, გავრცელებული ინფორმაციით, ისევ მეუფე პეტრეს საკითხი განიხილებოდა. მას მეორე გაფრთხილება მისცეს. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ითქვა, დამატებითი დეტალები სხდომის ოქმის შედგენის შემდეგ გახდება ცნობილი.