სამართალი
მინდა, გაოცება გამოვთქვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იქცეოდა ზოგიერთი დეპუტატი, როგორ ცდილობდა ნეგატიური პროცესების პროვოცირებას! - თეა წულუკიანი

      საქართველო, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. ეს განცხადება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა საკრებულოს შენობასთან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართულ აქციაზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გააკეთა. თეა წულუკიანის თქმით, აქციის მონაწილეების დაკავება კანონიერი იყო.
მინდა, ხაზი გავსვა იმ რთულ სამუშაოს და მდგომარეობას, რომელშიც ქვეყნის პოლიცია და პოლიციელები აღმოჩნდნენ, თუმცა ვთვლი, რომ მათი რეაქცია კანონის ფარგლებში იყო. ხელოვნურად ნუ შექმნიან დაძაბულობას, რადგან წინასაარჩევნო კამპანიაში სახელმწიფოს მხრიდან დაძაბულობა არ არსებობს, - განაცხადა წულუკიანმა.
ნაციონალური მოძრაობასაკრებულოს შენობასთან გუშინ აქციას მართავდა, სადაც სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. დეპუტატები თვითმმართველ ორგანოში შესვლას ცდილობდნენ, რის უფლებასაც სამართალდამცავები არ აძლევდნენ. ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის ერთ ლარად მიწების გადაცემას აპროტესტებს.