სამართალი
საქართველო, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი შ.ქ. ბათუმში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ბრაუნინგის სისტემის არარეგისტრირებული პისტოლეტი და 41 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.