პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 13 ოქტომბერს დანიშნა

      საქართველო, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. „საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 2017 წლის 13 ოქტომბრის 11:00 საათიდან მოიწვია. რიგგარეშე სხდომაზე განსახილველ საკითხებად განსაზღვრულია:
1 . „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტზე (N 07-3/52, 01.05.2017) საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების (N 07-1/13, 9.10.2017) განხილვა.
2. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა“, - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.