პოლიტიკა
სიცრუის და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის ხანა ჩვენს ქვეყანაში დასრულდა 2012 წელს და ამ მონაპოვარს ჩვენ საგულდაგულოდ გავუფრთხილდებით! - პრემიერი კვირიკაშვილი

      საქართველო, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. ასე გამოეხმაურა მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თბილისის საკრებულოსთან გუშინ განვითარებულ მოვლენებს.
„საკრებულოს წინ გუშინდელ ვნებათაღელვასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთელმა მოსახლეობამ იხილა, რომ ოპოზიციის ერთი, რადიკალური ნაწილის მთავარი მიზანია, არჩევნების წინ შექმნან შთაბეჭდილება, თითქოს რაიმე ხელს უშლის სტაბილურად და მშვიდობიანად არჩევნების ჩატარებას, თითქოს მათ აზრის გამოხატვაში ვინმე ხელს უშლის. ვფიქრობ, ეს სიცრუე ყველამ დაინახა. სამართალდამცავებმა იმოქმედეს კანონის სრული დაცვით და არ მისცეს პროვოკატორებს საშუალება, ჩაეშალათ საკრებულოს სხდომა.
მინდა, ყველას ვუთხრა, რომ დღეს ჩვენი სახელმწიფო პატივს სცემს ადამიანის ღირსებას, მის ძირითად უფლებებს. სტაბილურობას, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ, ვერანაირი რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამის ძალა შეგვწევს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

     


საქინფორმი