საქართველო, 12 ოქტომბერი. საქინფორმი. ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს 4 მოთხოვნა წაუყენა. ამის შესახებ "Украинская правда" წერს.
სააკაშვილის თქმით, პეტრო პოროშენკომ ან ეს მოთხოვნები უნდა შეასრულოს, ან თანამდებობიდან გადადგეს.
ექს გუბერნატორის განმარტებით, პრეზიდენტმა კორუფციასთან რეალური ბრძოლა უნდა დაიწყოს, გაყიდოს თავისი ბიზნესი, ძირეულად განაახლოს უკრაინის პოლიტიკური სისტემა და კომუნალური ტარიფების გაზრდაზე მორატორიუმი დააწესოს.
"ეს 4 მარტივი და ყველა უკრაინელისთვის გასაგები ნაბიჯები ქვეყნის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს. თუ თქვენ არაფრად ჩააგდებთ ხალხის ამ სრულიად სამართლიან მოთხოვნებს, მოქალაქეებს უფლება აქვთ თქვენიბ გადადგომა მოითხოვონ. გადადგომა შეიძლება საუკეთესო საშუალება აღმოჩნდეს ქვეყნის და თქვენი რეპუტაციის გადასარჩენად"- აცხადებს სააკაშაშვილი.
უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს 26 ივლისს უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვა. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის 29 მაისს, უკრაინის პრეზიდენტის ბრძანების შემდეგ მიიღო, რის გამოც რამდენიმე თვეში დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა.
imedinews.ge