საზოგადოება
თბილისში გავრცელებული მწერი ნამდვილად აზიური ფაროსანაა!

      საქართველო, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. თბილისში გავრცელებული მწერის 2-დღიანი შესწავლის შემდეგ, სურსათის უვნებლობის სააგენტოში საგანგებო მონიტორინგის შედეგად, დადასტურებულია, რომ მწერი მხოლოდ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზეა გავრცელებული და მიღებულია გადაწყვეტილება ტერიტორიის შეწამვლის თაობაზე.
ჩვენი დაკვირვებით, დადასტურდა ლაბორატორიულად, რომ ვაკის პარკში აღმოჩენილი სახეობა - ეს არის სახეობა აზიური ფაროსანა. სურსათის ეროვნული სააგენტო ამასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ჩატარდება მონიტორინგის სისტემით კონტროლი ყველა პარკში ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, თბილისის გარშემო ტყეებში, და იმ ადგილებში, სადაც იქნება დაფიქსირებული მავნებელი, შესაბამის ორგანოებთან ერთად გატარებული იქნება შესაბამისი ღონისძიებები, რათა არ მოხდეს მავნებლის გავრცელება, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ.