საზოგადოება
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა 2018 წლის ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტები წარადგინა

      საქართველო, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. 2017 წლის 9 ოქტომბერს პარლამენტში, გაიმართა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის გაფართოებული სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კობა კობალაძე.
სხდომას ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე, დირექტორის  მოადგილეები ნიკოლოზ კვეზერელიმირონ ჩიგოგიძე და ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვარლამ ბზიკაძე.
სხდომაზე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა​ მიხეილ ხურციძემ წარადგინა 2018 წლის ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტები. კერძოდ, მან ილაპარაკა რეგიონული სამმართველოების განვითარების აუცილებლობაზე, პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტებზე, საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე, სამხედრო ჰოსპიტალის მშენებლობის გეგმებზე და სხვა, უწყებისთვის საჭირბოროტო საკითხებზე.
კომიტეტის გაფართოებულ სხდომაზე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს პარლამენტის წევრებმა,

         


მათ შორის საპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ენძელა მაჭავარიანმა, ლევან გოგიჩაიშვილმა და სხვებმა.