პოლიტიკა
კონსტიტუციის ახალ პროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განსახილველად პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე შეკრებას 13 ოქტომბერს გეგმავს

      საქართველო, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. მანამდე "ქართული ოცნება" სხდომის დანიშვნისთვის პრეზიდენტს მიმართავს. რეგლამენტის მიხედვით, დეპუტატებმა პრეზიდენტის შენიშვნები ან სრულად უნდა გაიზიარონ, ან ვეტო დაძლიონ.
დიდი ალბათობით, ვეტო დაიძლევა, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, არჩევნების შემდეგ, კანონმდებლები ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ინიციატივას დაარეგისტრირებენ. მასში გათვალისწინებული იქნება ე.წ. ბონუსების გაუქმება და საარჩევნო ბლოკების ერთჯერადად დაშვება.
მმართველი გუნდი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას კონსტიტუციის ახალ პროექტზე ვეტოს დადებასთან დაკავშირებით პოლიტიკურ ინტრიგნობას უწოდებს. ფაქტობრივად, მოგვიწოდა, რომნაციონალურ მოძრაობასგადაეწყვიტა საქართველოს კონსტიტუციის ბედი და ვფიქრობ, რომ მისი მხრიდან იყო ძალიან არაკონსტრუქციული ნაბიჯი. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ამას პოლიტიკური ინტრიგნობა ჰქვია და თუკი ასე გაგრძელდება, თავის ვეტოსთან ერთად პრეზიდენტი აუცილებლად მარტო დარჩება თავის თავთან, - აცხადებს ლევან კობერიძე.