აქტუალური
საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია დეკემბერში რუსეთის დუმის წინაშე წარდგება

      საქართველო, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. პარტიის ხელმძღვანელ თემურ ფიფიაზე დაყრდნობით, ინფორმაციას სააგენტო პირველი ავრცელებს. დეკემბრამდე კი, საქართველოს კომუნისტური პარტიის მოწვევით, ოქტომბრის რევოლუციის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავ ღონისძიებაზე საქართველოში რუსეთის დუმის წევრის, საქართველოში პერსონა ნონ გრატად გამოცხადებული დეპუტატის ყაზბეგ ტაისაევის ჩამოყვანა იგეგმება. თავის მხრივ კი, იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს კომუნისტური პარტიის 4-კაციანი დელეგაცია მოსკოვში ჩავა. ქართველი კომუნისტები რუსეთის საკანონმდებლო ორგანოში კომუნისტური პარტიის ფრაქციამ მიიწვია.