უცხოეთი
დონალდ ტრამპი რექს ტილერსონს IQ-ს შემოწმებას სთავაზობს

      საქართველო, 11 ოქტომბერი. საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, სახელმწიფო მდივანს რექს ტილერსონის IQ ტესტის შედეგების შედარებას სთავაზობს. "ვფიქრობთ, რომ ეს ყალბი ინფორმაცია იყო, თუმცა ჩვენ IQ-ტესტის შედარება დაგვჭირდება და ამ წუთასვე გეტყვით ვინ გაიმარჯვებს", - განუცხადა ტრამპმა.
საქმე ისაა, რომ გასულ კვირას NBC-ის გაავრცელა ინფორმაცია, რომ რექს ტილერსონმა ტრამპს "სულელი" უწოდა და ივლისში თანამდებობის დატოვებასაც აპირებდა, თუმცა ვიცეპრეზიდენტმა მაიკ პენსმა გადააფიქრებინა. ტილერსონმა ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, "პრეზიდენტის ერთგული რჩება".
7 ოქტომბერს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი შესაძლოა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა მაიკ პომპეომ ჩაანაცვლოს.

imedinews.ge