პოლიტიკა
მეათეჯერ დაადო! საქართველოს პრეზიდენტი - საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ

      საქართველო, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს კონსტიტუციის პროექტს ვეტო დაადო და მოტივირებულ შენიშვნებს პარლამენტში აგზავნის. ეს უკვე მე-10 ვეტოა, რომელიც მარგველაშვილმა პარლამენტის გადაწყვეტილებებს დაადო.
პრეზიდენტს „6 მოტივირებული შენიშვნა“ აქვს. ესენია:
ბონუსების საკითხი;
საარჩევნო
ბლოკები;
საკონსტიტუციო სასამართლოს თავისუფლება;
აღმსარებლობის თავისუფლება;
2020
წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა;
პრეზიდენტის
პირდაპირი არჩევის წესის ცვლილების გადავადება.
მოტივირებულ შენიშვნებში პირველი ოთხი საკითხი არის თავიდან ბოლომდე მმართველი პარტიის, ”ქართული ოცნებისსაკითხები. ის საკითხები, რომელიცქართულმა ოცნებამვალდებულებით აიღო ჩასასწორებლად ვენეციის კომისიასთან. ეს არის ბონუსის, ბლოკების, საკონსტიტუციო სასამართლოსა და აღმსარებლობის თავისუფლების საკითხები. მეხუთე საკითხიც ეკუთვნისქართულ ოცნებას”. ეს არის 2020 წელს პროპორციული არჩევნების დანიშვნის საკითხი”, - განაცხადა „დონ მარგველამ“.