საზოგადოება
საქართველო, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. სომეხი, აზერბაიჯანელი და ებრაელი ხალხის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე კახა კალაძემ თბილისის განვითარების ხედვაზე ისაუბრა და მათ მოსაზრებებსაც გაეცნო. თბილისის მერობის კანდიდატი სურბ ეჩმიაძინის ტაძარს და სინაგოგასაც ესტუმრა.
„თბილისი სწორედ ამით გამოირჩევა ბევრი სხვა ქალაქისგან, რომ აქ ერთმანეთის გვერდით მშვიდობიანად თანაცხოვრობენ ეროვნული უმცირესობები. აქ ეროვნებას არ ეკითხებიან ადამიანებს. ჩვენ ერთად ვაშენებთ ამ ქალაქს“, – აღნიშნა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა.