სამართალი
ნატო საქართველოს საზღვრების დარღვევას გმობს - ნატოს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებით სპეციალური რეზოლუცია დაამტკიცა

      საქართველო, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. მიღებულ რეზოლუციაში საუბარია რუსეთის აგრესიის შეკავებასა და შავი ზღვის პოლიტიკის გაძლიერებაზე. პროექტი გერმანელმა დეპუტატმა ულა შმიდტმა მოამზადა. ნატოს ასამბლეა გმობს რუსეთის მიერ საქართველოს და უკრაინის საზღვრების დარღვევას, ადამიანის უფლებების შეზღუდვას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დაშინებისა და დესტაბილიზაციის შექმნის მცდელობებს იმ მეზობელ სახელმწიფოებში, რომლებსაც ევროატლანტიკურ ინსტიტუტებთან ახლო კონტაქტი სურთ“.
ბუქარესტში ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოც მონაწილეობს. ქართულ დელეგაციას ირაკლი სესიაშვილი ხელმძღვანელობს. სესიაშვილის თქმით, ბუქარესტში საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გრძელდება. სესიაშვილმა გერმანელი დეპუტატის ულა შმიდტის განცხადებები შეაფასა და თქვა, რომ გერმანელმა მომხსენებელმა მაქსიმალურად გაითვალისწინა ქართული დელეგაციის ინტერესი.