სამართალი
გურიაში 28 წლის მამაკაცი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ჩაცხრილეს

      საქართველო, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. შემთხვევა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში მოხდა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მკვლელი, სავარაუდოდ, ჩასაფრებული იყო და მსხვერპლს უცდიდა. გასროლა მაშინ მოხდა, როცა მამაკაცმა ეზოს შესასვლელთან მანქანა გააჩერა და კარის გასაღებად გადმოვიდა. ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობისგან ის ადგილზევე გარდაიცვალა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. მომხდარის ვერსიებზე საუბარი ადგილობრივებს უჭირთ.