სამართალი
დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებს თავს დაესხნენ

      საქართველო, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. დეკანოზის ძმის მალხაზ მამალაძის სახლში უცნობი პირი შევიდა და ოჯახისგან თანხა მოითხოვა. მამალაძის თქმით, თავდამსხმელმა ის იცნო და იცოდა, რომ დეკანოზის ოჯახში იმყოფებოდა. თავდამსხმელი სახლიდან ისე გაიქცა, რომ ოჯახიდან არც თანხა და არც ძვირფასი ნივთები არ წაუღია. მომხდარის შესახებ დეკანოზ მამალაძის ოჯახმა პოლიციას აცნობა. ოჯახის ვერსიით, თავდამსმხელი არ იყო ადგილობრივი. მამა გიორგი მამალაძის ძმები განმარტავენ, რომ ეს მათი ოჯახის დაშინების მორიგი მცდელობაა.