პოლიტიკა
Edison Research: "მერობის რომელ კანდიდატს არ მისცემდით ხმას არანაირ ვითარებაში, იმ შემთხვევაშიც კი, თქვენი ფავორიტი კანდიდატი რომ არ იღებდეს არჩევნებში მონაწილეობას?“

      საქართველო, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ამერიკულმა კვლევითმა კომპანია „ედისონ რისერჩმა“ გამოკითხვა ჩაატარა. კვლევა 2017 წლის 22 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს. საველე სამუშაოები თბილისში ჩატარდა.
კითხვაზე - "მერობის რომელ კანდიდატს არ მისცემდით ხმას არანაირ ვითარებაში, იმ შემთხვევაშიც კი, თქვენი ფავორიტი კანდიდატი რომ არ იღებდეს არჩევნებში მონაწილეობას?" - გამოკითხულთა პასუხები პროცენტულად ასე გადანაწილდა:
ირმა ინაშვილი - 29%
ზა უდუმაშვილი - 24%
ელენე ხოშტარია - 23%
გიორგი გუგავა - 23%
თენგიზ შერგელაშვილი - 21%
კახა კუკავა - 20%
გიორგი ვაშაძე - 20%
კახ კალაძე - 19%
ალეკო ელისაშვილი - 9%