საზოგადოება
ახალი აღმოჩენები რობაქიძის გამზირზე

gvirabiაღმაშენებლის ხეივანში გასასვლელი გვირაბის სამშენებლო სამუშაოების დროს ათზე მეტი ადამიანის ჩონჩხი, თიხის ნივთები და სამკაულები აღმოაჩინეს. ისინი, სავარაუდოდ, ჩვენი წელთაღრიცხვის VII საუკუნეს განეკუთვნება. რობაქიძის გამზირზე ამჟამად არქეოლოგები მუშაობენ.

საქმე ეხება მარშალ გელოვანის გამზირის ბოლოდან დავით აღმაშენებლის ხეივნისკენ გასასვლელ გვირაბს, რომლის მშენებლობაც თბილისის მერიამ 2010 წლის დასაწყისში მოძრაობის განტვირთვის მიზნით დაიწყო. მშენებლობა მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება. გვირაბის სიგრძე 95 მეტრი იქნება.