პოლიტიკა
საქართველო, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ამერიკულმა კვლევითმა კომპანია „ედისონ რისერჩმა“ გამოკითხვა ჩაატარა. კვლევა 2017 წლის 22 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს. საველე სამუშაოები თბილისში ჩატარდა.
კითხვაზე - "თბილისის მერის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას?" - პასუხები ასეთია:
კახა კალაძე - 34%
ზაალ უდუმაშვილი - 14%
ალეკო ელისაშვილი - 14%
ელენე ხოშტარია - 5%
ირმა ინაშვილი - 2%
გიორგი გუგავა - 2%
კახა კუკავა - 1%
გიორგი ვაშაძე - 1%
თენგიზ შერგელაშვილი - თითქმის 1%
არ გადამიწყვეტია - 13%
უარი პასუხზე - 7%
არავის - 6%