აქტუალური
„2017 წლის პირველ 9 თვეში მიმდინარე ხარჯები 6.321.1 მლნ ლარს შეადგენს“ - ფინანსთა მინისტრი

      საქართველო, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, შრომის ანაზღაურების სახით 78.4 მილიონი ლარით ნაკლები დაიხარჯა. შედეგად, მკვეთრად არის გაზრდილი სამთავრობო დანაზოგები, რომელმაც 2017 წლის გასულ პერიოდში დაახლოებით 1,300 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 100%-ით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.
მნიშვნელოვანად გაიზარდა კაპიტალური ხარჯები - 9 თვეში ინფრასტრუქტურულ და საინვესტიციო პროექტებზე 1.934.5 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 395.2 მილიონი ლარით აღემატება. სულ 2017 წელს ინფრასტრუქტურულ და საინვესტიციო პროექტებზე 3 მილიარდ ლარზე მეტი მიიმართება.
2017 წლის პირველ  8 თვეში 29 პროცენტით გაიზარდა საქონლის ექსპორტი.
29 %-
ით არის გაზრდილი ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები.
ფულად გზავნილებთან მიმართებაში ზრდა 22 პროცენტს შეადგენს.
ჯამში, მიმდინარე ანგარიშის ეს 3 ნაკადი - ექსპორტი, ტურიზმი და ფულადი გზავნილები - 931 მლნ აშშ დოლარით ანუ 26%-ით გაიზარდა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მისი თქმით, წლის პირველ ნახევარში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. „2016 წელს დაფიქსირებული 12.8-პროცენტიანი მაჩვენებელი, ექსპორტისა და ტურიზმის მაღალი ზრდის შედეგად, 2017 წლის პირველ კვარტალში - 11.7 პროცენტამდე, ხოლო მე-2 კვარტალში 7.4 პროცენტამდე შემცირდა“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.