უცხოეთი
საქართველო, 10 ოქტომბერი. ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლოს აკრძალვის მიუხედავად, კატალონიის მმართველი პარტია აცხადებს, რომ ავტონომიის საკანონმდებლო ორგანოს სესიას მაინც ჩაატარებს. დღეს დაგეგმილი სხდომა ესპანეთის სასამართლომ უკანონოდ ცნო, ამიტომ რეგიონის ლიდერებმა ის ხვალისთვის გადადეს.
თუმცა, კარლეს პუჩდემონის თანაპარტიელები ცენტრალური ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობის ნიშნად შეკრებას დღესაც აპირებენ. თავად კატალონიის ლიდერი აცხადებს, რომ რეგიონის დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე რამდენიმე დღე რჩება.
იმ შემთხვევაში თუ პუჩდემონი დაპირებას შეასრულებს, ესპანეთი პირველად გამოიყენებს უფლებას და რეგიონს ავტონომიას გაუუქმებს.
rustavi2.ge