უცხოეთი
აშშ-მა და თურქეთმა ერთმანეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა შეწყვიტეს

      საქართველო, 10 ოქტომბერი. საქინფორმი. თურქეთის საელჩომ ვაშინგტონში განაცხადა, რომ ისინი წყვეტენ აშშ-ის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემას, რათა თურქეთის საკონსულოებში ვიზიტორების რაოდენობა შეამცირონ. ინფორმაციას ამის თაობაზე BBC ავრცელებს.
მანამდე ვიზების გაცემასთან დაკავშირებით განცხადება აშშ-იმ გაავრცელა. აშშ-ის საელჩომ თურქეთში განაცხადა, რომ ამერიკის მოქალაქეებისთვის აჩერებს არასაიმიგრაციო ვიზების გაცემას. ამის თაობაზე ინფორმაცია დიპლომატიური მისიის Twitter-ის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.
დიპლომატიური მისიის მხრიდან ასეთი რადიკალური ქმედების მიზეზი თურქეთის სასამართლოს მიერ საკონსულოს თანამშრომლის, მეთინ თოფუზისთვის თავისუფლების აღკვეთა გახდა. აშშ-ის ხელისუფლება დაუსაბუთებლად მიიჩნევს და არ ეთანხმება მათი თანამშრომლის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას.
თურქეთის სასამართლომ მეთინ თოუზს, ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით, თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მას ჯაშუშობაში, კონსტიტუციური წყობის დარღვევისა და ხელისუფლების დამხობის მცდელობაში ედება ბრალი.

imedinews.ge