უცხოეთი
“რესპუბლიკელი“ სენატორი - ტრამპის იმპულსურმა მუქარებმა სხვადასხვა ქვეყნების მისამართით შესაძლოა, აშშ “მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე დააყენოს“

      საქართველო, 10 ოქტომბერი. საქინფორმი. “რესპუბლიკელი“ სენატორ ბობ კორკერის თქმით, დონალდ ტრამპის იმპულსურმა მუქარებმა სხვადასხვა ქვეყნების მისამართით შესაძლოა, აშშ-ი „მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე დააყენოს“.
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი ქვეყანას „რეალითი შოუს“ მსგავსად მართავს.
კორკერსა და დონლად ტრამპს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა გავლენიანი თანაპარტიელის მისამართით კრიტიკული განცხადება მიკრობლოგ „თვითერში“ გააეკეთა.
ტრამპის თქმით, კორკერს გამბედაობაა არ ეყო, რათა ხელახლა ეყარა კენჭი. ამასთან პრეზიდენტმა კორკერს დასდო ბრალი ირანთან „საშინელი“ შეთანხმების გაფორმებაში.
საპასუხოდ გავლენიანმა კანონმდებლებმა თქვა, რომ ტრამპის მმართველობის დროს თეთრი სახლი „ხანდაზმულთა თავშესაფარს დაემსგავსა“.
შეგახსენებთ, რომ შარშან დონლად ტრამპი ბობ კორკერის კანდიდატურას სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე განიხილავდა, თუმცა მოგვიანებით მხარეებს შორის ურთიერთობები დაიძაბა.

1tv.ge