საზოგადოება
კალაძე მზადაა, მონაწილეობა მიიღოს საერთო დებატში, რომელიც პარიტეტულ პრინციპზე იქნება აგებული და ყველასთვის თანაბარ პირობებს უზრუნველყოფს

      საქართველო, 9 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ცხადია, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, იზრდება მედიის ინტერესი და მოთხოვნა კანდიდატების დებატებში მონაწილეობაზე, განსაკუთრებით, თბილისის მერობის კანდიდატებთან მიმართებაში. ვინაიდან არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება, ჩვენ ვთავაზობთ ყველა ძირითად მედიასაშუალებას, შეთანხმდნენ ერთობლივ ფორმატზე, რომელშიც ყველა ტელევიზიის წარმომადგენელსა და კანდიდატს ექნება მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა და მაყურებლისთვის ეთერი იქნება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი საზოგადოებასა და მედიას პატივს სცემს და არ სურს, რომელიმე მედიასაშუალება ან მერობის კანდიდატი გამოარჩიოს.