სამართალი
„ეტ-ტანფეში აშშ-ის ბაზის ნახევარწლიანი არსებობის მანძილზე ამერიკელებს არცერთი ოპერაცია არ ჩაუტარებიათ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ, მაგრამ სირიულ ბანაკ რუკბანის ლტოლვილებს ცოცხალ ფარად იყენებენ!“

      საქართველო, 9 ოქტომბერი, საქინფორმი. „ლტოლვილები სირიულ ბანაკ რუკბანში, არსებითად, ეტ-ტანფეს ამერიკული ბაზის „ცოცხალ ფარად“ იქცნენ“, - განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა.
ლტოლვილთა უმსხვილესი ბანაკი რუკბანი განლაგებულია „უსაფრთხოების“ ზონაში ამერიკული ბაზის გვერდით, ფაქტობრივად, უდაბნოში. ყველაზე მინიმალური გამოთვლით, იქ ახლა 60 ათასზე მეტი ქალი და ბავშვი იმყოფება რაკადან და დეირ ეზ ზორიდან. კონაშენკოვის თქმით, „ამერიკელები მათთან არ უშვებენ არც სირიის მთავრობის, არც იორდანიის, არც გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ჰუმანიტარულ ბადრაგს. შეგახსენებთ, რომ ამგვარ „დამცავ“ ბარიერებს, ამერიკელების გარდა, სირიაში მხოლოდ ისინი იყენებენ, ვისთან საბრძოლველადაც ისინი იქ ჩავიდნენ - ტერორისტები“.
როგორც კონაშენკოვმა აღნიშნა, სირია-იორდანიის საზღვარი სამხედრო ბაზის გვერდით „ასკილომეტრიან შავ ხვრელად“ გადაიქცა: „ახალი სირიული არმიის“ ნაცვლად, სათუთუნედან ამომხტარი ეშმაკებივით, იქიდან სირიის ჯარების და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ დივერსიულ-ტერორისტულ გამოხტომებს აწყობენ ისლამური სახელმწიფოს მობილური ჯგუფები“, - დასძინა მან.
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ ეტ-ტანფეში აშშ-ის ბაზის ნახევარწლიანი არსებობის მანძილზე ცნობილი არ არის ამერიკელთა არცერთი ოპერაცია ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ, თუმცა ვაშინგტონი მის შექმნას საჯაროდ ამართლებდა ტერორისტებთან ბრძოლის აუცილებლობით.