სამართალი
"ციანიდი პატრიარქისთვის": თუ კონსტიტუციაში ცვლილებები დაჩქარებული წესით არ შევა, დეკანოზი მამალაძის ადვოტაკები ბრალდებულის სკამზე აღმოჩნდებიან?!

      საქართველო, 9 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს პატრიარქის მდივანმა მამა მიქაელ ბოტკოველმა დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები კანონის დარღვევაში დაადანაშაულა - ბრალი ე.წ. ციანიდის საქმის დახურული სხდომის მასალების გასაჯაროებაში დასდო. გასაიდუმლოებული მტკიცებულებების მედიისთვის გადაცემის ფაქტზე საქართველოს პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. უწყებაში ადვოკატებს გამოკითხვის მიზნით იბარებენ. თუმცა, დეკანოზის უფლებადამცველები არ გამორიცხავენ, რომ თვითონ აღმოჩნდნენ ბრალდებულის სკამზე.
ამიტომ ადვოკატები ახალ სამართლებრივ დავას იწყებენ. ისინი საკონსტიტუციო სასამართლოსგან სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ, რის საფუძველზეც პროკურატურამ საქმის მტკიცებულებების გაუთქმელობის პირობა ჩამოართვა. ადვოკატების განცხადებით, ამით მხარეთა თანასწორობა და სამართლიანი სასამართლოს უფლება დაირღვა.
გამოდის, რომ თუ კონსტიტუციაში ცვლილებები დაჩქარებული წესით არ შევა, დეკანოზი მამალაძის ადვოკატები ბრალდებულის სკამზე აღმოჩნდებიან! თუმცა, ამ საქმის გულითვის სისხლის სამართლში ვლილება რომც მიიღონ, ექნება კი ახალ მიღებულ კანონს უკუძალა - ანუ, გავრცელდება კი ის ცვლილების მიღებამდე უკვე აღძრულ საქმეზე?