პოლიტიკა
"ძალიან შთამბეჭდავია, როდესაც ცდილობ, გახადო კონსტიტუცია ერთ-ერთი თანამედროვე და კარგი დოკუმენტი მსოფლიოში, რა თქმა უნდა, დაფუძნებული საქართველოს კულტურაზე!“ - ჯეფრი ჯოუენი

      საქართველო, 9 ოქტომბერი, საქინფორმი. ასე აფასებს ვენეციის კომისიის ერთ-ერთი წევრი საქართველოს კონსტიტუციის ახალ დოკუმენტს. ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა კონსტიტუციის ახალ დოკუმენტთან დაკავშირებით ოფიციალურად დღეს გასაჯაროვდება.
ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა, რაც ჯერჯერობითაა გაკეთებული კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ მუხლების კუთხით. ეს ეხება სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს, ასევე საყოველთაო ჯანდაცვის და გარემოს დაცვის უფლებებსაც. ასევე მნიშვნელოვანია ადმინისტრაციული სამართლის უფლება, რომ ყველა საჯარო მოხელე შეიძლება პასუხისგებაში მიეცეს. ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლება, იყოს დამოუკიდებელი. ეს საკითხები თანამედროვე კონსტიტუციებში შესულია, მაგრამ არა ყველა კონსტიტუციაში. ასე რომ, შთამბეჭდავია, - აცხადებს ჯეფრი ჯოუენი.