პოლიტიკა
„დოკუმენტი არის აბსოლუტურად პოზიტიური!" - ირაკლი კობახიძე

      საქართველო, 9 ოქტომბერი, საქინფორმი. ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვენეციის კომისიის დასკვნას. კონსტიტუციის ახალ პროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნა დამტკიცებულია. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ დასკვნა პოზიტიურია და თითქმის სრულად შეესაბამება იმ დოკუმენტს, რომელიც პარლამენტმა წინასწარი შეფასების სახით, დამტკიცებამდე მიიღო. აღიარებულია ის ძალიან დიდი პროგრესი, რომელსაც მიაღწია საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელების სახით. არაერთი განცხადება გაკეთდა ვენეციის კომისიის პრეზიდენტის მხრიდან, ასევე იმ ექსპერტების მხრიდან, რომლებიც წერდნენ დასკვნას საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით და მათ უაღრესად დადებითად შეაფასეს საკონსტიტუციო ცვლილებები. მათ აღნიშნეს, რომ ეს ცვლილებები უზრუნველყოფს საქართველოში დემოკრატიული განვითარების პროცესის შეუქცევად გაგრძელებას, - განაცხადა კობახიძემ.