აქტუალური
საუდის არაბეთი რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების მოხსნას უახლოეს ხანებში ელოდება

      საქართველო, 9 ოქტომბერი, საქინფორმი. „საერთაშორისო საზოგადოებას შეუძლია, რუსეთისთვის სანქციების მოხსნაზე შეთანხმდეს, თანაც ეს მალე უნდა მოხდეს“, - განაცხადა გასულ პარასკევს საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ადელ იბნ აჰმედ ალ-ჯუბეირიმ. მისი აზრით, რუსეთში ინვესტიციების ჩადებით საუდის არაბეთი საერთაშორისო კანონმდებლობას არ არღვევს.
„ჩვენ რუსეთთან ვმუშაობთ, როგორც მეგობარ ქვეყანასთან. რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ საერთაშორისო სამართალს და არ მიგვაჩნია, რომ რუსეთში ინვესტიციებით მას ვარღვევთ. ვფიქრობ, შესაძლებელია საერთაშორისო საზოგადოებაში შეთანხმება ამ სანქციების მოხსნის თაობაზე“, - განაცხადა ადელ იბნ აჰმედ ალ-ჯუბეირიმ ტელეარხ „როსია 24“-თან ინტერვიუში და დასძინა, რომ „ეს მალე უნდა მოხდეს“.
რია ნოვოსტი