პუბლიკაციები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრას არ აპირებს

      საქართველო, 9 ოქტომბერი, საქინფორმი.მის შესახებ მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს ძალიან ბევრი მნიშნელოვანი საქმე აქვს გასაკეთებელი.
„მინდა, ყველა თქვენგანი დავპატიჟო 2021 წელს, როდესაც ჩვენ დავასრულებთ რიკოთის უღელტეხილის ავტობანის ბოლო მონაკვეთს. მანამდე, ჩვენ უამრავი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის. რა თქმა უნდა, არ ვაპირებ კენჭისყრას. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ დაპირებები, რომლებიც გავეცით, აღსასრულებელია და ჩვენი გუნდი ძალიან ბევრს მუშაობს ამ მიმართულებით“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.