უცხოეთი
თეთრი სახლი: ტრამპი ირანს უპასუხებს

      საქართველო, 9 ოქტომბერი. საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანი ტერორისტებს აფინანსებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი წერს.
როგორც თეთრი სახლის პრესსპიკერმა სარა სანდერსმა განაცხადა, საქმე ეხება არა მარტო ბირთვული შეთანხმების პირობების დარღვევასა და ბალისტიკური რაკეტების გამოცდას, არამედ კიბერთავდასხმებსაც.
თეთრ სახლში განმარტავენ, რომ თეირანის ქმედებებს დონალდ ტრამპს თვალს ადევნებს და ირანის"ცუდი საქციელზე"საპასუხო ზომებსაც"მიიღებს.
მანამდე თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ „დარწმუნებული ვარ , რომ ირანი ჩრდილოეთ კორეას აფინანსებს, ასევე დარწმუნებული ვარ, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს ემბარგოს მიუხედავად,  თეირანს ფხენიანთან  მჭიდრო  სავაჭრო ურთიერთობები აქვს, ეს კი დაუშვებელია," - ამბობს შეერთებული შტატების პრეზიდენტი.
დონალდ ტრამპი ბირთვული შეთანხმებიდან გასვლით იმუქრება. მისივე თქმით, "ირანი ცუდი მოთამაშეა, რომელსაც შესაბამისად უნდა მოექცე.“

imedinews.ge