უცხოეთი
ტრამპი: ჩრდილოეთ კორეასთან მხოლოდ ერთი რაღაც იმუშავებს

      საქართველო, 9 ოქტომბერი. საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის კრიზისის დაძლევის გზა გამონახა. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა სოციალურ ქსელში დაწერა.
"აშშ-ის პრეზიდენტები და მათი ადმინისტრაციის წევრები 25 წლის განმავლობაში საუბრობდნენ ჩრდილოეთ კორეასთან, აფორმებდნენ შეთანხმებებს და უზარმაზარ თანხებს ხარჯავდნენ. მაგრამ არაფერი გამოვიდა. შეთანხმებები ირღვეოდა მაშინ, როდესაც ხელშეკრულებებზე მელანი ჯერ გამშრალიც არ იყო. დიდი ბოდიში, მაგრამ ჩრდილოეთ კორეასთან მხოლოდ ერთ რაღაც იმუშავებს“, - წერს დონალდ ტრამპი.
დონალდ ტრამპს მისი კონკრეტული სამოქმედო გეგმა არ დაუკონკრეტებია, თუმცა თეთრი სახლის ლიდერმა ფხენიანის მიმართ რიტორიკა ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გაამკაცრა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 1 ოქტომბერს სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონს მოუწოდა"პატარა კაცუნა-რაკეტაზე"დროს არ დახარჯოს. "პატარა კაცში"ტრამპმა, ცხადია, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი იგულისხმა.
"მე ვუთხარი რექს ტილერსონს, ჩვენს მშვენიერ სახელმწიფო მდივანს, რომ ის დროს კარგავს პატარა კაცუნა-რაკეტასთან ლაპარაკით. შეინახე შენი ენერგია რექს",- დაწერა ტრამპი.

imedinews.ge