საზოგადოება
საქართველო, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. „ყოველთვის ვამბობდი და გავიმეორებ - მთავარი ის კი არ არის, უფრო მეტ გაჭირვებულ ადამიანს დავეხმაროთ, მთავარია, უფრო მეტი დასაქმებული ადამიანი გვყავდეს, უფრო მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას, ბიზნესს განვითარების უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცეს, რათა ადამიანებს თვითრეალიზების შესაძლებლობა ჰქონდეთ. ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, სწორედ ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება“ - ეს განცხადება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ჩუღურეთის მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა.
თბილისის მერობის კანდიდატთან ერთად ჩუღურეთის მოსახლეობას ამავე რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში გიორგი ვოლსკი და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი რიმა ბერაძე შეხვდნენ.