პოლიტიკა
საქართველო, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. საპარლამენტო ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლების - პარლამენტარების ადა მარშანიას, გიორგი ლომიას და ნატო ჩხეიძის მოსკოვში ვიზიტის კომენტირებისგან მმართველი გუნდი თავს იკავებს. სახელმწიფო მინისტრის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილის განმარტებით, ის შეხვედრებზე ინფორმაციას არ ფლობს.
„საქართველოს ხელისუფლებას აქვს ცალსახა პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში. ეს პოლიტიკა არის ძალიან ღიად გაცხადებული იმ არხებში, რომელშიც ეს პოლიტიკა ხორციელდება, ახლა ახლოვდება ჟენევის დისკუსიები და სწორედ ეს არის ის ფორმატი, სადაც რუსეთი და საქართველო არიან მთავარი აქტორები“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.