პოლიტიკა
საქართველო, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეიკრიბნენ საქართველოს წამყვანი არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ლიდერები: ნინო ბურჯანაძე, შალვა ნათელაშვილი, კახა კუკავა, დავით უსუფაშვილი, ბაჩუკი ქარდავა, გოჩა ჯოჯუა, გია ბერძენიძე, კონსტანტინე გამსახურდია.
შეხვედრაზე ოპოზიციის ლიდერებმა განიხილეს შექმნილი დისკრიმინაციული საარჩევნო გარემო, მისგან გამომდინარე საკითხები და დასახეს ერთობლივი მოქმედებების გეგმა. საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიები საგანგებო განცხადებას დღეს გაავრცელებენ.