აქტუალური
საქართველო, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი ხელისუფლებას იმ ინიციატივებით სარგებლობისკენ მოუწოდებს, რომლებსაც მისი პარტია მოსკოვიდან ჩამოიტანს. "იმოქმედეთ გაბედულად, ისარგებლეთ იმ მესიჯებით, იმ ინიციატივებით, რაც ჩამოგვაქვს მოსკოვიდან. გაუწიეთ წინააღმდეგობა ბოკერიების ფორმულებს. მხარი დაუჭირეთ სრულიად ახალ პოლიტიკურ ფორმატს - საქართველო-ნატო-რუსეთი. ეს ფორმატი გვაძლევს შანსს, ვილაპარაკოთ უსაფრთხოების მექანიზმებზე, საზღვრების დაცვის საკითხზე. ისარგებლოს ამით საქართველოს ხელისუფლებამ, რატომ კარგავს ამ შანსს? გამოვა - გამოვა, არ გამოვა და რას კარგავს ამით ხელისუფლება? კარგავს ხალხი, ხელისუფლება - არაფერს", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.