პუბლიკაციები
ვლადიმერ ნარსია: „ეკლესია თეთრუაშვილი-მეუფე იაკობის დაჯგუფების ხელშია და მათ ზურგს სპეცსამსახურები უმაგრებენ“ („პირველი რადიო“)

      საქართველო, 6 ოქტომბერი. საქინფორმი. პატრიარქის მდივან რეფერნტის შორენა თეთრუაშვილის სასამართლო ჩვენებიდან, რომელიც გასაჯაროებული აუდიოჩანაწერით გახდა ცნობილი, ყველაზე თვალსაჩინოდ ჩანს, რომ საპატრიარქოში არ არსებობს წესები, რის მიხედვით ინიშნებიან პირები მაღალ თანამდებობებზე- ამ შინაარსის განცხადებას "პირველ რადიოსთან" საუბარში საეკლესიო სამართლის სპეციალისტი ვლადიმერ ნარსია აკეთებს. ნარსიას შეფასებით, ციანიდის საქმემ გამოავლინა, რომ ეკლესიაში საჭიროა სინოდალური მმართველობის შემოღება. მისივე თქმით, საპატრიარქო ამჟამად კერძო ინტერსებით იმართება და არა საეკლესიო წესებით. რაც შეეხება თავად საქმეს და საუბრებს იმის შესახებ, რომ საპატრიარქოში დაჯგუფებები არსებობს, ნარსია ამბობს, რომ ამჟამად ეკლესია თეთრუაშვილი - მეუფე იაკობის დაჯგუფების ხელშია მოქცეული მმართველობა და თითქმის ყველა სფეროში ძალაუფლება მათ ხელშია. კითხვაზე ჰქონდა თუ არა მოტივი აღნიშნულ ჯგუფს დეკანოზ გიორგი მამალაძის ჩამოშორების, რომელიც საპატრიარქოს ქონებას განკარგავდა და რომელიც გავრცელებული მოსაზრებით მეორე -  მეუფე დიმიტრი -სოსო ოხანაშვილის ჯგუფის წევრად მოიაზრებოდა, ნარსია ამბობს, რომ "ორივე ჯგუფი უკიდურესად სამარცხვინოდ მოქმედებს, მაგრამ საცდური მოდის თეთრუაშვილის ჯგუფიდან და მეორე ჯგუფმა მოინდომა არაქრსიტიანული წესებით საჯარო გამხდარიყო ეს ყველაფერი და შეესუსტებინა ის ჯგუფი". ნარსია ამბობს, რომ თეთრუაშვილი-იაკობის ჯგუფს ზურგს სახელმწიფო და სპეცსამსახურები უმაგრებენ:
"ყველაზე თვალსაჩინოდ რაც ჩანს, ეს არის ის, რომ საპატრიარქოში არ არსებობს წესები, რომლის მიხედვითაც იხელმძღვანელებს ეკლესია, განსაკუთრებით ასეთი მნიშვნელოვანი თანამდებობის პირების შერჩევის დროს. ასეთი წესები ძირითადად გულისხმობს იმას, რომ ასეთ თანამდებობებზე ადამიანების წარდგენა, დანიშვნა უნდა ხდებოდეს მათი ღირსების, გამოცდილების და ა.შ. გათვალისწინებით და სინოდალური წესის დაცვით. ეს უნდა წყდებოდეს სინოდზე, მაგრამ ჩვენ რასაც ვხედავთ, ეს არის კლანური ჯგუფების დაპირისპირება და როგორც ამ საქმემ აჩვენა, მამალაძე არის შეწირული ერთი ჯგუფის ინტერსებს , რომელიც რაღაც მაქინაციებით თუ სხვა საშუალებებით აღმოჩნდა ამ თანამდებობაზე. ეს არ მოეწონა მეორე კლანს და მოხდა მათ შორის დაპირისპირება, შემდეგ ამ ყველაფერს აფასებს თეთრუაშვილი და ამბობს, რომ მამალაძემ გადააჭარბა უფლებებს. რელაურად, ამ სიმახინჯეს აქვს პასუხი- ის, რომ ეკლესია იმართება კერძო ადამიანების ინტერესებით და არა მრავალსაუკუნოვანი წესებითა და ტრადიციებით.
პატრიარქის როლი ძალიან მინიმუმამდეა დაყვანილი ასეთი საკითხების გადაწყვეტის დროს. მას აწვდიან მზა ინფორმაციას და ვაწყდებით ისტუაციას, რომ პატრიარქი კი არ განაგებს, განაგებს რაღაც ჯგუფი - ეკლესია თეთრუაშვილი-მეუფე იაკობის დაჯგუფების ხელშია და მათ ზურგს სპეცსამსახურები უმაგრებენ და ისინი დაიმედებული არიან, რომ ნებისმიერ შეტევას მოიგერიებენ ამ ძალის საშუალებით. მაგრამ პატრიარქის როლი რომ არ ჩანს ეს არის პრობლემა ეკლესიის პრობლემა . ამიტომ აუცილებელია საეკლესიო მმართველობის წესი დაექვემდებაროს მაქსიმალურად სინოდალურ მმართველობას და ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები წყდებოდეს განხილვის, საეკელსიო დებატის ფარგლებში და არა კერძო ადამიანების ინტერესების გათვალისწინებით. არსებული ადმინისტრირების წესი უნდა შეიცვალოს, რაც ძალიან ბევრი პრობლემისაგან დააზღვევს ეკლესიას. შორენა თეთრუაშვილის ეს ოდიოზური ჯგუფი, რომელიც ერთადერთ მეკავშირედ სახელმწიფოს და სპეცსამსახურებს მიიჩნევს, უნდა ჩამოცილდეს და უნდა გადაინაცვლოს მან ქრისტეს ნამდვილი ეკლესიის სახეში - სინოდალური მმართველობა, რომელსაც რა თქმა უნდა ჰყავს პატრიარქი და უნდა ჰყავდეს კიდეც, მაგრამ სინოდი უნდა იყოს შედგენილი მუმდივმოქმედი საბჭოს მიერ , რომელიც შეიძლება 10- 12 კაცამდე განისაზღვროს, და ის დაექვემდებაროს როტაციას 2-3 წლიანი პერიოდთ და ყოველ 2-3 წელიწადში ხდებოდეს მისი განახლება სხვა ეპისკოპოსებით. ეს არის წესი რომელიც არსებობს ეკლესიაში ოდითგანვე. ჩვენ რაც გავქვს წესი არის წმინდა საბჭოური მოდელი. რაც ჩვენ გავქვს ის მოდელი არ პასუხობს საეკლესიო ტრადიციას",- განაცხადა ვლადიმერ ნარსიამ "პირველ რადიოსთან" საუბრისას.