საზოგადოება
გერმანიის კვალდაკვალ ფარანჯის ტარება ავსტრიაშიც აკრძალეს - მიჰბაძავს თუ არა ევროკავშირთან ასოცირებული საქართველო ევროპის ქვეყნების მაგალითს?

      საქართველო, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. ავსტრიაში 2017 წლის 1 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა კანონი, რომელიც საზოგადოებრივ ადგილებში ფარანჯის ტარებას კრძალავს. კანონის მოქმედება ვრცელდება სხვა ტანსაცმელზე ან მის ელემენტებზე, რომლებიც სახეს ფარავს - კერძოდ, ლაპარაკია სამედიცინო ნიღბებზეც.
კანონის აღსრულებას ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტრო გააკონტროლებს. მის დამრღვევებს 150 ევროს ოდენობის ჯარიმა ემუქრება, ხოლო კანონის ნორმების შესრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში - დაკავება და ახსნა-განმარტებისთვის პოლიციის განყოფილებაში გადაყვანა.
კანონი მიღებული იქნა მიგრანტების, კერძოდ, ახლო აღმოსავლეთიდან ჩამოსულთა ავსტრიულ საზოგადოებასთან ადაპტაციისთვის. ამასთან, ქვეყნის ხელისუფლება შეახსენებს, რომ ინტეგრაცია საზოგადოების ყველა წევრზეა დამოკიდებული, და არა მხოლოდ ჩამოსულებზე.
როგორც საქინფორმი ადრე იუწყებოდა, ფარანჯის ტარების აკრძალვა გერმანიის ბუნდესტაგმაც მოიწონა.
მიჰბაძავს თუ არა „ბებერი“ ევროპის ქვეყნების მაგალითს ევროკავშირთან ასოცირებული საქართველო, რომლის მთელი ე.წ. სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორი გასულ კვირას თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალას საჯარო სკოლის დირექტორს აუმხედრდა, რადგან მან მოსწავლე გოგონას გაკვეთილებზე ფარანჯით მისვლა აუკრძალა?