პოლიტიკა
„პატრიოტთა ალიანსის“ მოსკოვში ვიზიტს ქართული პოლიტიკური სპექტრი აფასებს

      საქართველო, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მამუკა მდინარაძის თქმით, ალიანსის მხარდამჭერები ანტიდასავლურ ძალას წარმოადგენენ და ისინი ქვეყნის უმცირესობას შეადგენენ. რაც შეეხება იმ საკითხებს, რომლებიც რუსეთის დუმაში გამართულ მოლაპარაკებაზე ქართული და რუსული მხარის პარლამენტარებმა განიხილეს, მდინარაძემ მათ არასერიოზული უწოდა. „პატრიოტთა ალიანსისა“ და რუსი დეპუტატების შეხვედრა ოპოზიციაშიც გააკრიტიკეს.