პოლიტიკა
„ჩემთვის ნებისმიერი ასეთი კომუნიკაცია არის მიუღებელი!“ - თამარ ჩუგოშვილი

      საქართველო, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრების მოსკოვში ვიზიტს. არცერთ შემთხვევაში არ მგონია, რომ ასეთი შეხვედრები ემსახურებოდეს ქვეყნის ინტერესებს, მითუმეტეს, ისეთ პირობებში, როდესაც ასე მძიმდება ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეთნიკური წმენდა, ეთნიკური დევნა და დისკრიმინაცია ხდება ქართველების. რა ტიპის შეხვედრაზე შეიძლება იყოს საერთოდ ლაპარაკი, ჩემთვის სრულიად გაუგებარია, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.