პოლიტიკა
საქართველო, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. შეხვედრაზე მონაწილეებმა ისაუბრეს ცხინვალის ე.წ. ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლების და 2014 წელს გაუჩინარებული, მოგვიანებით კი გარდაცვლილი დავით ბაშარულის საქმის გამჭვირვალე გამოძიების აუცილებლობაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ სოფ. ერედვში ქართული მოსახლეობის კუთვნილი საცხოვრებელი სახლების მიზანმიმართული დანგრევის და ქართული კვალის წაშლის მცდელობის ფაქტებს.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 2017 წლის 16 ნოემბერს გაიმართება.